Friday, November 22, 2019

წრის სამუშაო მასალები შემთხვევით წამეშალა და ვეღარ არვადგინე,თუმცა კოპირება მოვახერხე:



Wednesday, October 16, 2019
                         
                                                  
                                                     
                                                     საწრეო მასალები მუსიკაში        

       მუსიკა ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მუსიკის როლი პიროვნების განვითარებაში, მისი ზემოქმედების ძალა არავითარ ეჭვს არ იწვევს. ზოგად-საგანმანათლებლო სკოლაში სიმღერის სწავლებას ი.გოგებაშვილი ასე აფასებს: ,,სიმღერა სამართლიანად ითვლება ჩვენს დროში სკოლის სულად და გულად. იგი უვითარებს ბავშვს სმენასა, აჩვევს ჰარმონიას, უსუსტებს და უსპობს ხეპრეობასა და ზრდის მის გულში სინაზესა და სიფაქიზესა. ერთი სიტყვით აკეთილშობილებს მის ბუნებასა.’’
      მუსიკა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია,იგი შთაგონების,სტიმულირების  და მოტივირების საუკეთესო საშუალებაა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა მუსიკალური განათლების დონის ამაღლება, მუსიკალურად კულტურულ ადამიანებად ჩამოყალიბება მომავალი თაობის, ანუ მომავალი საზოგადოების საერთო კულტურის ამაღლებას ნიშნავს. ამით ქვეყანას შეემატება არა მარტო განათლებული, გემოვნებიანი მსმენელი, არამედ შემოქმედებითად დამუხტული, თავისუფალი ადამიანები, რაც მომავალში მათ ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებით აისახება.
    რადგანაც მოსწავლეთა ინტერესები სცილდება პროგრამით გათვალისწინებულ ჩარჩოებს, ,ვფიქრობ მათი ჩართვა დამატებით საწრეო მუშაობაში ინტერესის დაკმაყოფილებისა და ცოდნის გაღრმავების საუკეთესო გზა იქნება.

წრის აქტუალობა:
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს შემეცნებითი,სოციალური უნარების განვითარებას, თვითშეფასების ამაღლებას, ქცევის მართვას, ყურადღების კონცენტრირებას, ემოციურ და სულიერ განვითარებას, წარმოსახვისა და შემოქმედებითობის უკეთ გამოვლენას. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და ინტერესს ეროვნული კულტურის მიმართ.

წრის დასახელება და მოკლე დახასიათება:
წრის დასახელებად შევარჩიე კომპოზიტორ გია ყანჩელის ცნობილი ოპერის სახელწოდება : ,,და არს მუსიკა’’, რითაც ერთგვარად პატივი მინდა მივაგო დიდი მაესტროს ხსოვნას. წრის ფარგლებში იგეგმება როგორც ქართველ კომპოზიტორთა სიმღერების, ასევე ქართული ფოლკლორისა და საგალობლების შესწავლა.

   წრის  მუშაობის მიზანი:
ქართველ  კომპოზიტორთა ბიოგრაფიებისა და შემოქმედების გაცნობა.
ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის მნიშვნელობის  გააზრება-გაცნობიერება.
მოსწავლის, როგორც მსმენელის ჩამოყალიბება.
მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
შესწავლილი სიმღერების დაკავშირება ყოველდღიურობასთან.
შემოქმედებითობისა და შემეცნებითი უნარების განვითარება.

სასწავლო რესურსი: რვეული, კალამი, ფორტეპიანო, ფანდური, გიტარა, კომპიუტერი.

საწრეო მუშაობის სამოქმედო გეგმა:
 14.10.2019- განცხადების გაკეთება
 16.10-მოსწავლეთა განცხადებების დარეგისტრირება და წრის მუშაობის  დაკომპლექტება.
 23.10-ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების ზოგადი მიმოხილვა, სიმღერის            ,,თბილისის  დილა’’  შესწავლა.
 30.10-საქართველოს კუთხეების ფოლკლორული ჟანრები. სიმღერა ,,კირია ლესა’’    შესწავლა
 06.11-ქართული გალობის მოამაგენი, ფილიმონ ქორიძის ღვაწლი. საგალობლის ,,შენ ხარ             ვენახი’’ შესწავლა.
 13.11-ქართველი კომპოზიტორები, გ. ცაბაძის შემოქმედება, სიმღერის ,,ჩემო თბილის       ქალაქო’’შესწავლა.
20.11-ფოლკლორი, აჭარული სიმღერის ,,ნაი-ნაი’’ შესწავლა.
 27.11-საგალობლის ,,წმიდაო ღმერთო’’ შესწავლა.
 04.12-ბ. ჭეიშვილი, სიმღერა ,,გაზაფხულის მერცხალი ხარ’-’ შესწავლა.
 11.12- კახური ფოლკლორი, სიმღერის ,,დაუკარ ჩემო ფანდურო შესწავლა’’
 18.12-საგალობელი ,,ალილო’’ შესწავლა.
 25.12- შესწავლილი მასალის შეჯამება
Posted by ia at 9:08 AM 
No comments:
Post a Comment
Subscribe to: Post Comments (Atom)


No comments:

Post a Comment