ქართული
კინომუსიკა
პროექტის მთავარი
იდეა:
ქართველი
კომპოზიტორების შემოქმედების გაცნობა
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები
მოისმენენ ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს,ნახავენ ფილმებს,სადაც ამ კომპოზიტორთა მუსიკაა
გამოყენებული
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა
შეძლონ მუსიკის როლის წარმოჩენა სინთეზურ ხელოვნებაში.
მონაწილეთა
ასაკი: 14 წ-IXკლასი
ვადები/ხანგრძლიობა:
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებას,ნახავენ
ქართულ ფილმებს,გაეცნობიან ქართველ რეჯისორებს,მსახიობებს,მომღერლებს.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლის წიგნი,კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები დავყავი 5 ჯგუფად და თითოეულს დავავალე ერთი კომპოზიტორის შესახებ ინფორმაციის
მოძიება,ასევე ვიდეომასალის წარმოდგენა იმ ფილმებიდან,სადაც ამ კომპოზიტორის მუსიკაა
გამოყენებული.მოსწავლეები გააცნობენ თანაკალასელებს მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას,დაასახელებენ
ფილმებს,რომელშიც კონკრეტული კომპოზიტორის მუსიკაა გამოყენებული,მოისმენენ ფილმებიდან
მუსიკალურ ნაწყვეტებს,იმსჯელებენ რა არის საუნდტრეკი,კინორეჯისორი,პროდიუსერი და ა.შ;
იმსჯელებენ ქართული ფილმების როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ზოგადად მუსიკის
როლზე ქართველი კაცის ცხოვრებაში.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ხელოვნება,ქართული,ინფორმატიკა.შეესატყვისება
ეროვნულ სასწავლო გეგმას.
პროექტის ხელმძღვანელი:
ია ყამარაული
No comments:
Post a Comment