გაკვეთილის გეგმა

მთავარი თემა
რა როლი აქვს მუსიკას ადამიანის ყოფაში?
(ხევის მუს. კულტურის მაგალითზე)
სწავლების საფეხური და კლასი
VII კლასი
მასწავლებლის სახელი,გვარი
ია ყამარაული
მოსწავლეთა რაოდენობა
27
მნიშვნელობა/აქტუალობა
მუსიკის როლის წარმოჩენა ადამიანთა ყოფაში, ტრადიციებში,ყოველდღიურ ცხოვრებაში
მიზნები და შედეგები
მიმართულება: კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია       
                                                                              
მუს. VII .5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
·           საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;
·           განსაზღვრავს  მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს (ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი...), სტილს (კლასიკური, ხალხური, თანამედროვე);
·           საუბრის დროს იყენებს მუსიკალურ ტერმინოლოგიას;
მიმართულება: მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
მუს.VII.7.  მოსწავლე იცნობს და შეუძლია  ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების  დახასიათება.
·           ადარებს ერთი და იმავე ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოებს;
·           განასხვავებს ხალხური მუსიკის პოპულარულ ნიმუშებს საქართველოს კუთხეების მიხედვით;
·           ადარებს სხვადასხვა დიალექტის ერთი და იმავე ჟანრის ხალხურ სიმღერებს;
·           საუბრობს იმის შესახებ, რატომ მოეწონა ესა თუ ის ნაწარმოები, იყენებს მუსიკალურ ტერმინოლოგიას.

მუს.VII.8.   მოსწავლე აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის  საშუალებას.                     
                        
·           მსჯელობს  მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში (საგალობელი, ნანა, მწყემსის სალამური, მრავალჟამიერი...);
·           აცნობიერებს, რომ მუსიკა ეხმარება მას ადამიანებთან ურთიერთობაში;
·           მუსიკის ერთობლივი მოსმენა ადამიანებში მსგავს განცდებს ბადებს;
·           საუბრობს იმაზე, რომ წინა ეპოქაში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები/ხელოვნების ნიმუში მისთვის დღესაც გასაგებია;
·           მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი მუსიკის გაცნობით;
მოსწავლეები მოისმენენ და გაეცნობიან ხევის მუს.კულტურის ნიმუშებს,მოხევეთა ტრადიციებს ,შეძლებენ  საკუთარი აზრი და დამოკიდებულება გამოხატონ, იმსჯელონ,შეადარონ ერთიმეორეს სხვადასხვა მთიანი რეგიონების მუსიკალურ კულტურა.
წინასწარი ცოდნა
 აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეების ფშავ-ხევსურეთის,თუშეთის,მთიულეთ-გუდამაყრის,მუს.კულტურის ცოდნა,ხევის გეოგრაფიული მდებარეობის ,ამ კუთხის გამოჩენილი მოღვაწეების ცოდნა
შეფასების საგანიდაპროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
გაკვეთილის მსვლელობა
1.მოსწავლეები  მოკლედ  გაიხსენებენ ხევის
გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ალ.ყაზბეგის შემოქმედებას
2.მოსწავლეები მოისმენენ მუსიკალურ ნიმუშებს
3.საუბრობენ მოსმენილ მუსიკალური მასალის შესახებ და გამოთ ქვამენ საკუთარ აზრს
4.ჩამოთვლიან  და ადარებენ ერთმანეთს აღმ.საქართველოს უკვე შესწავლილი კუთხეების-ხევსურეთის,ფშავის,თუშეთის,მთიულეთ-გუდამაყრის მუს.კულტურას,გამოკვეთენ მსგავსებებსა და განსხვავებას მათ შორის
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები
სასწავლო წიგნი,პროექტორი,კომპიუტერი,აუდიო მაგნიტოფონი








No comments:

Post a Comment