სალონური საღამო ორ შემოქმედებით თაობას შორის
0როიალი |
კულტურის სახლის მცირე დარბაზში სალონური საღამო გაიმართა. მოწვეულნი იყვნენ ორი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. სიყვარულზე, ბუნებაზე, დღევანდელ რეალობაზე, ადამიანობაზე. და სხვა ჟანრის თემებზე შექმნილი ლექსებით უფროსი და უმცროსი თაობა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. სალონური საღამო კულტურის სახლში არსებული რეწვის და თვითშემოქმედების სპეციალისტის მარინა ქუქჩიშვილის ინიციატივით მოეწყო.
მარინა ქუქჩიშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი:
_ მოწვეული გვყავდა ორი თაობის წარმომადგენლები, უფროსმა და უმცროსმა თაობამ თავისი შემოქმედება წარმოადგინა. ვფიქრობთ სასიამოვნო და ლამაზი საღამო გამოგვივიდა. ვცდილობთ აღმოვაჩინოთ და გავაცნოთ საზოგადოებას ხელოვანი და შემოქმედი ადამიანები, სწორედ მათი დახმარებით მოეწყო დღევანდელი სალონური საღამო.
ღონისძიება ბოლნისის საპატიო მოქალაქემ, მწერალთა კავშირის წევრმა, ტანძიელმა პოეტმა ეთერ აფაქიძემ გახსნა და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს. თითოეულმა მოკლედ ისაუბრა საკუთარი შემოქმედების შესახებ. სალონურ საღამოზე ახალგაზრდა პოეტის დებიუტიც შედგა. ფართო აუდიტორიის წინაშე შმაგი ფოლადიშვილი პირველად წარსდგა, მის შემოქმედებას აქამდე მხოლოდ რამდენიმე მეგობარი იცნობდა.
No comments:
Post a Comment