http://iayamarauli.blogspot.com/2019/10/blog-post_16.html
Friday, February 19, 2016
ქართული ხალხური საკრავები
უძველესი დროიდანაა ცნობილი, უმრავლეს შემთხვევაში, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს. (მცხეთაში ნაპოვნი უენო სალამური). ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში შემონახულია საკრავთა 100-ზე მეტი დასახელება. საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი: 1. ჩასაბერი საკრავები - სალამური (უენო და ენიანი), გუდასტვირი (აჭარაში - ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი); 2. სიმებიანი: ჩამოსაკრავი - ფანდური, ჩონგური, ჩანგი; ხემიანი - ჭუნირი, ჭიანური; 3. დასარტყამი: დოლი, დიპლიპიტო, დაირა. საქართველოში გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავებიც: ქამანჩა, საზი, თარი, ზურნა, დუდუკი და სხვ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment