Wednesday, November 27, 2019

20.11 გაკვეთილზე გამოცხადდა ოთხი მოსწავლე, ბავშვებმა იმღერეს ნასწავლი სიმღერები და საგალობელი.საგალობლის შესწავლა საკმაოდ გაუჭირდათ, ამიტომ გადავწყვიტე ვასწავლო მცირე მონაკვეთებად ყოველ გაკვეთილზე.,ოსწავლეებმა ჩაიწერეს გ.ცაბაძის სიმღერის ,,ჩემო თბილის ქალაქოს'' დარჩენილი ტექსტი და იმღერეს სიმღერა.გაიმეორეს ფოლკლორიც

Friday, November 22, 2019

13.11-ში გაკვეთილზე მოვიდა ხუთი მოსწავლე, გავიმეორეთ ნასწავლი სიმღერები,ვისაუბრეთ კომპოზიტორ გიორგი ცაბაძეზე,ბავშვებმა ჩაიწერეს ტექსტი და ვისწავლეთ სიმღერის მხოლოდ პირველი ნაწილი მისამღერით.
წრის სამუშაო მასალები შემთხვევით წამეშალა და ვეღარ არვადგინე,თუმცა კოპირება მოვახერხე:



Wednesday, October 16, 2019
                         
                                                  
                                                     
                                                     საწრეო მასალები მუსიკაში        

       მუსიკა ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მუსიკის როლი პიროვნების განვითარებაში, მისი ზემოქმედების ძალა არავითარ ეჭვს არ იწვევს. ზოგად-საგანმანათლებლო სკოლაში სიმღერის სწავლებას ი.გოგებაშვილი ასე აფასებს: ,,სიმღერა სამართლიანად ითვლება ჩვენს დროში სკოლის სულად და გულად. იგი უვითარებს ბავშვს სმენასა, აჩვევს ჰარმონიას, უსუსტებს და უსპობს ხეპრეობასა და ზრდის მის გულში სინაზესა და სიფაქიზესა. ერთი სიტყვით აკეთილშობილებს მის ბუნებასა.’’
      მუსიკა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია,იგი შთაგონების,სტიმულირების  და მოტივირების საუკეთესო საშუალებაა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა მუსიკალური განათლების დონის ამაღლება, მუსიკალურად კულტურულ ადამიანებად ჩამოყალიბება მომავალი თაობის, ანუ მომავალი საზოგადოების საერთო კულტურის ამაღლებას ნიშნავს. ამით ქვეყანას შეემატება არა მარტო განათლებული, გემოვნებიანი მსმენელი, არამედ შემოქმედებითად დამუხტული, თავისუფალი ადამიანები, რაც მომავალში მათ ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებით აისახება.
    რადგანაც მოსწავლეთა ინტერესები სცილდება პროგრამით გათვალისწინებულ ჩარჩოებს, ,ვფიქრობ მათი ჩართვა დამატებით საწრეო მუშაობაში ინტერესის დაკმაყოფილებისა და ცოდნის გაღრმავების საუკეთესო გზა იქნება.

წრის აქტუალობა:
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს შემეცნებითი,სოციალური უნარების განვითარებას, თვითშეფასების ამაღლებას, ქცევის მართვას, ყურადღების კონცენტრირებას, ემოციურ და სულიერ განვითარებას, წარმოსახვისა და შემოქმედებითობის უკეთ გამოვლენას. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და ინტერესს ეროვნული კულტურის მიმართ.

წრის დასახელება და მოკლე დახასიათება:
წრის დასახელებად შევარჩიე კომპოზიტორ გია ყანჩელის ცნობილი ოპერის სახელწოდება : ,,და არს მუსიკა’’, რითაც ერთგვარად პატივი მინდა მივაგო დიდი მაესტროს ხსოვნას. წრის ფარგლებში იგეგმება როგორც ქართველ კომპოზიტორთა სიმღერების, ასევე ქართული ფოლკლორისა და საგალობლების შესწავლა.

   წრის  მუშაობის მიზანი:
ქართველ  კომპოზიტორთა ბიოგრაფიებისა და შემოქმედების გაცნობა.
ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის მნიშვნელობის  გააზრება-გაცნობიერება.
მოსწავლის, როგორც მსმენელის ჩამოყალიბება.
მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
შესწავლილი სიმღერების დაკავშირება ყოველდღიურობასთან.
შემოქმედებითობისა და შემეცნებითი უნარების განვითარება.

სასწავლო რესურსი: რვეული, კალამი, ფორტეპიანო, ფანდური, გიტარა, კომპიუტერი.

საწრეო მუშაობის სამოქმედო გეგმა:
 14.10.2019- განცხადების გაკეთება
 16.10-მოსწავლეთა განცხადებების დარეგისტრირება და წრის მუშაობის  დაკომპლექტება.
 23.10-ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების ზოგადი მიმოხილვა, სიმღერის            ,,თბილისის  დილა’’  შესწავლა.
 30.10-საქართველოს კუთხეების ფოლკლორული ჟანრები. სიმღერა ,,კირია ლესა’’    შესწავლა
 06.11-ქართული გალობის მოამაგენი, ფილიმონ ქორიძის ღვაწლი. საგალობლის ,,შენ ხარ             ვენახი’’ შესწავლა.
 13.11-ქართველი კომპოზიტორები, გ. ცაბაძის შემოქმედება, სიმღერის ,,ჩემო თბილის       ქალაქო’’შესწავლა.
20.11-ფოლკლორი, აჭარული სიმღერის ,,ნაი-ნაი’’ შესწავლა.
 27.11-საგალობლის ,,წმიდაო ღმერთო’’ შესწავლა.
 04.12-ბ. ჭეიშვილი, სიმღერა ,,გაზაფხულის მერცხალი ხარ’-’ შესწავლა.
 11.12- კახური ფოლკლორი, სიმღერის ,,დაუკარ ჩემო ფანდურო შესწავლა’’
 18.12-საგალობელი ,,ალილო’’ შესწავლა.
 25.12- შესწავლილი მასალის შეჯამება
Posted by ia at 9:08 AM 
No comments:
Post a Comment
Subscribe to: Post Comments (Atom)


06.11-ში მეცადინეობა ობიექტური მიზეზების გამო გადაიდო და ანაზღაურდება მომავალ თვეში,რადგან წრე ფუნქციონირებას აგრძელებს სემესტრის ბოლომდე.

Thursday, November 21, 2019

30.10 დღეს გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე შესწავლილი სიმღერა და დავიწყეთ ფოლკლორიც.ბავშვებს ცოტა გაუჭირდათ ახალი სიმღერის სიტყვების გამოთქმა,თუმცა მელოდია ადვილად დაიმახსოვრეს.ერთმა მოსწავლემ დატოვა წრე,შემოგვიერთდა ორი უფროსკლასელი გოგონა.

Monday, November 18, 2019

23.10 გაკვეთილზე მოვიდა ხუთივე მოსწავლე,დავიწყეთ სიმღერის ,,თბილისის დილას'' შესწავლა. ბავშვებმა ჩაიწერეს ტექსტი,იმღერეს ერთად და ცალ-ცალკეც მოსინჯეს თავისი შესაძლებლობები. გაკვეთილის ბოლოს მოვასმენინე ,,კირიალესას'' მოტივი,რომ შემდეგი გაკვეთილისთვის უკვე გამღერებული უფრო ადვილად დაიმახსოვრონ.

Saturday, November 16, 2019

16.10- ში პირველ გაკვეთილზე მოვიდა ხუთი მოსწავლე, გავისაუბრეთ, გამოვკითხე როგორი სიმღერები მოსწონთ, გავამღერე სხვადასხვა სიმღერა, რომ გამეგო მათი რეგისტრი, ვფიქრობდი გადამენაწილებინა ხმებში, თუმცა ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობა ვერ დავინახე, შესაბამისად მომავალ მეცადინეობებზე ვფიქრობ შევასწავლო სიმღერები მხოლოდ ერთ ხმაში. მოსწავლეებს გავაცანი წრის გეგმა და შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე.

Monday, October 14, 2019

ია(ირმა)ყამარაული: გაკვეთილის გეგმა

ია(ირმა)ყამარაული: გაკვეთილის გეგმა: მთავარი თემა რა როლი აქვს მუსიკას ადამიანის ყოფაში ? ( ხევის მუს . კულტურის მაგალითზე ) სწავლების საფეხური დ...

ია(ირმა)ყამარაული: გაკვეთილის გეგმა

ია(ირმა)ყამარაული: გაკვეთილის გეგმა: მთავარი თემა რა როლი აქვს მუსიკას ადამიანის ყოფაში ? ( ხევის მუს . კულტურის მაგალითზე ) სწავლების საფეხური დ...

მუსიკის წრე ,,და არს მუსიკა''

                     

                                                                       მუსიკის წრე  ,,და არს მუსიკა''

წრის ხელმძღვანელი : სსიპ ქ.თბილისის 153-ე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ია ყამარაული

                                                  გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა


სსიპ ქ.თბილისის 153-ე საჯარო სკოლაში VI-IX კლასელთა ბაზაზე ამა წლის 16 ოქტომბრიდან  იხსნება მუსიკის წრე  სახელწოდებით ,,და არს მუსიკა''.მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 1 დღე ოთხშაბათობით 3 საათზე 2 სთ-ის მანძილზე მთელი სემესტრის განმავლობაში.
   
     ხელმძღვანელი :ია ყამარაული

მსურველებს გთხოვთ განცხადებით მიმართოთ სკოლის დირექციას.